• კურსი დაეხმარება სტუდენტს მიიღოს ცოდნა და გამოცდილება შეასრულოს მონაცემთა ანალიზი და მიღებული შედეგი აქციოს ოპტიმალურ გადაწყვეტილებად თუ შემაფასებელ წინადადებად.
  • სტატისტიკის შესავალი კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს ძირითადი ალბათურ-სტატისტიკური მოდელები, მათი გამოკვლევის მეთოდები და გამოყენებები ბიზნეს-საქმიანობაში და ყოველდღიურ ცხოვრებაში.

    კურსი მოიცავს საფუძვლიან ინფორმაციის იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეგროვდეს სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემები, როგორ უნდა მოხდეს მათი პირველადი დამუშავება და ინტერპრეტაცია. აგრეთვე, როგორ უნდა მოხდეს ამ მონაცემების გააზრება, ანალიზი და ამ ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების გაკეთება.
  • კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს უნდა შეეძლოთ

    • გააკეთონ ოპტიმალური არჩევანი შეზღუდული რესურსების პირობებში.
    • ააგონ გრაფიკები, ჰისტოგრამები და ფუნქციონალური ფორმები მოთხოვნის, მიწოდებისა თუ სხვ. დანახარჯის მინიმიზაციის და მოგების მაქსიმიზაციისთვის
    • გააკეთონ ოპტიმალური არჩევანი ფინანსური პორტფელის მართვაში
    • ააგონ გადაწყვეტილების ხეები
    • მოახდინონ უმცირესი კვადრატების, პოლინომიური და ექსპონენციალური აპროქსიმაციები
    • პროგნოზირება, ჰიპოტეზების ტესტირება და სტატისტიკური დასკვნების გაკეთება
    • მოახდინონ ბიზნეს მოდელირება, სიმულაციის, სხვადასხვა სცენარების და მონტე კარლოს მეთოდების გამოყენებით
    ზემოთაღნიშნული წრფივი პროგრამირების ამოცანების გარდა, რომელიც ძირითადად ექსელში კეთდება, სტუდენტი ეცნობა და ეუფლება მონაცემთა ანალიზის პროგრამას “სტატას”, რომლის საშუალებითაც მარტივად შეუძლიათ რეგრეესიის პარამეტრების გამოტანა და მათი ანალიზი, მონაცემთა რთული ფილტრაციები და დალაგება.
  • Business Communication